სამზადისი ზამთრის სეზონისთვის

25 ნოემბერი 2021, 12:02 1075 ნახვა

ზამთრის სეზონის მზადებასთან დაკავშირებით ბათუმის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან ერთად, შეხვედრას ენერგო-პრო ჯორჯიას, სოკარ ჯორჯიასა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები დაესწრნენ. ითქვა, რომ  მეტეოროლოგიური პირობების გაუარესების შემთხვევაში, ბათუმის მერია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავა.

ზამთრის სეზონის მოსამზადებელ სამუშაოებს კი, კოორდინაციას ბათუმის სანდასუფთავების სამსახური გაუწევს. ბათუმის მერის  განცხადებით, გზებზე გადაადგილებისას აუცილებელია როგორც მოსახლეობის, ასევე ტრანსპორტისა თუ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანების დანიშნულების ადგილამდე უსაფრთხოდ მისვლა.

საჭიროების შემთხვევაში მობილიზებული იქნება სპეციალური ტექნიკა და მობილური ჯგუფები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში