დღეს უზენაესი სასამართლოს კანდიდატებს უსმენენ

25 ნოემბერი 2021, 12:03 905 ნახვა

ამ წუთებში საკანონმდებლო ორგანოში  საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების მოსმენა მიმდინარეობს.  იურიდიულ კომიტეტზე კანდიდატ გენადი მაკარიძესა და თამარ ოქროპირიძეს მოუსმენენ.

სხდომაზე დეპუტატებს ასევე  არასამთავრობო ორგანიზაციების და სახალხო დამცველის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ დასვან შეკითხვები და გაეცნონ კანდიდატების ბიოგრაფიას. ეს არის პირველი უპრეცენდენტო და გამჭვირვალე შემთხვევა, აცხადებს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტური რეფორმის განხორციელების გარეშე პროცესების წარმართვას ოპოზიციის უმრავლესობა აპროტესტებს.

პროცესს არ ესწრება ოპოზიციის ნაწილი, მათ შორის ბოიკოტში მყოფი ნაციონალური მოძრაობაც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში