აქცია მთავრობის სახლის წინ

25 ნოემბერი 2021, 12:06 1235 ნახვა

აჭარის მთავრობის სახლის წინ აქცია მიმდინარეობს.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრების განცხადებით, ისინი თანაგუნდელზე ზეწოლასა და მუქარას არავის აპატიებენ.

ოპოზიიცის წარმომადგენლები აჭარის მთავრობის თავმჯდომარის გადადგომას ითხოვენ.

გარდაცვლილი ნუგზარ ფუტკარაძის დის განცხადებით, სისტემა კლავს. მისივე განმარტებით, ვიდეოში მონაწილე ადამიანები ყოფილი პოლიციელები არიან, რომლებიც ადრე მისი ძმის თანამშრომლები იყვნენ.

"ვიღაც კაცს ახსენებს, რომელიც რა თქმა უნდ დავით რიჟვაძეა. მეგობრებთან აქვს ნათქვამი და თან წერილობით სახელი და გვარი დაუწერია"- განაცხადა ნაზი ფუტკარაძემ.

ოპოზიცია მოუწოდებს აკრედიტირებულ დიპლომატებს მომხდარით დაინტერესდნენ.

"მოვუწოდებთ ყველა აკრედიტირებულ დიპლომატს საქართველოში, დაინტერესდით ხალხნო, ნუგზარ ფუტკარაძე არის ერთი ადამიანი, რომელიც გაწირა სისტემამ. ნახეთ ჩანაწერები, თუ "ბაბუინები" როგორ კლავენ ადამიანს. აქედან ფეხს არ მოვიცვლით, სანამ ბოლომდე არ მივიღებთ კითხვაზე პასუხს, სანამ თორნიკე რიჟვაძე არ წავა სახლში, ის ვერავის ვერ დასცინებს, ის ვერავის ვერ გაამაიმუნებს და ადამიანის ნერვებზე ნუ თამაშობს"- განაცხადა რეზო ხარაზმა.

საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები მთავრობის სახლში შესვლას და თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ, თუმცა სამართალდამცველები მათ ამის საშუალებას არ აძლევენ.

როგორც “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ბონდო თედორაძე აცხადებს, ისინი გეგმავენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს გავრცელებული აუდიო ჩანაწერი მოასმენინონ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში