ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიების ფარგლებში გიორგი კირთაძე, მირდატ ქამადაძე და ელგუჯა ბაგრატიონი გამოიკითხებიან - შსს

25 ნოემბერი 2021, 16:05 1270 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე წლის 18 ნოემბერს აჭარის პოლიციის დეპარტამენტში  გამოძიება დაიწყო საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

მათივე ცნობით, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე გამოიკითხენ გარდაცვლილის ოჯახის წევრები, რომლებიც ფლობდნენ ინფორმაციას საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესახებ.

"საქმეზე ტარდება სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა საჭირო საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები. სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების მიერ მედიაში აუდიო ჩანაწერების გავრცელების ფაქტთან დაკავშირებით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვაზე დაბარებული არიან:  გიორგი კირთაძე, მირდატ ქამადაძე და ელგუჯა ბაგრატიონი,"​-აცხადებენ შსს-ში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში