მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა

25 ნოემბერი 2021, 18:21 938 ნახვა

საკანონმდებლო ორგანოში დილიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატებს უსმენენ. ამ წუთებში ტრიბუნა თამარ ოქროპირიძეს აქვს დაკავებული. სხდომაზე მოსამართლეობის კანდიდატებზე კითხვის დასმის უფლებით სარგებლობენ დეპუტატები და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტური რეფორმის განხორციელების გარეშე პროცესების წარმართვას ოპოზიციის უმრავლესობა  აპროტესტებს. პროცესს არ ესწრება ოპოზიციის ნაწილი, მათ შორის ბოიკოტში მყოფი ნაციონალური მოძრაობა.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში