დაპირისპირება ბათუმის საკრებულოში

25 ნოემბერი 2021, 19:35 1067 ნახვა

ბათუმში ოპოზიცია ითხოვს, რომ ქალაქის 2022 წლის ბიუჯეტი არა ძველმა, არამედ ახალი მოწვევის საკრებულომ დაამტკიცოს. დღეს სწორედ ბიუროს სხდომაზე უნდა დაემტკიცებინათ ხვალინდელი სხდომის დღის წესრიგი, რომელზეც ერთ-ერთი მთავარი საკითხი  ბათუმის ბიუჯეტი იყო. მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარემ  აღნიშნა, რომ ძველ შემადგენლობას აქვს სამართლებრივი და კანონიერი უფლება დაამტკიცოს მომავალი წლის ბიუჯეტი. სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება კი დაიწყო მას შემდეგ, რაც ბიუროს სხდომაზე ოპოზიციური პარტიის წევრები ხელისუფლების წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში