პარტია "საქართველოსთვის" 2022 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარს არ დაუჭერს - დიმიტრი ჭეიშვილი

26 ნოემბერი 2021, 11:17 1170 ნახვა

პარტია „საქართველოსთვის“ ბათუმის საკრებულოს წევრის დიმიტრი ჭეიშვილის განცხადებით, მათი პარტია 2022 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარს არ დაუჭერს. აღნიშნული განცხადება ჭეიშვილმა საკრებულოს სხდომის დაწყებამდე გააკეთა.

პარტიის პოზიცია ბიუჯეტის მხარდაჭერასთნ დაკავშირებით აქამდე ცნობილი არ იყო.

დიმიტრი ჭეიშვილი ამბობს, რომ სხდომას დაესწრება და მათ პოზიციას იქაც დააფიქსირებს.

"ჩვენს პოზიციას დავაფიქსირებთ სხდომაზეც და რა თქმა უნდა, ამ ბიუჯეტს არ დავუჭერთ მხარს. ჩვენი პოზიციაა, რომ ძველმა საკრებულომ არ უნდა მიიღოს 2022 წლის ბიუჯეტი, რომელიც ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა, რომ უნდა მიიღოს ახალმა საკრებულოებმა. ამ ბიუჯეტის არჩევის საშუალებას იპარავს „ქართული ოცნება“, რისი უფლებაც არ უნდა მიეცეს“, - აღნიშნა დიმიტრი ჭეიშვილმა.

პარტია "საქართველოს" ხმა გადამწყვეტი ბიუჯეტის დასამტკიცებლად არ არის, რადგან ბიუჯეტის დასამტკიცებლად უმრავლესობა საკრებულოში ოცნებას ისედაც აქვს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში