ზუგდიდის ბიუჯეტი დამტკიცებულია

26 ნოემბერი 2021, 14:49 760 ნახვა

ოპოზიციის საპროტესტო აქციის ფონზე დაამტკიცა 2022 წლის ბიუჯეტი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომაც.

საკრებულოს შენობასთან დაპირისპირება იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები და მხარდამჭერები აცხადებდნენ, რომ „ძველ საკრებულოს“ ახალი ბიუჯეტის მიღების უფლება არ აქვს და მოითხოვდნენ, რომ ბიუჯეტის პროექტი ახალი მოწვევის საკრებულოს განეხილა.

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ცდილობდნენ საკრებულოს შენობის წინ, ტროტუარზე წარწერის “მონებო“-ს გაკეთებას, რის შესაძლებლობასაც პოლიცია არ აძლევდა, ამ დროს ორი ადამიანი დააკავეს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში