„ახალგაზრდა იურისტები კონსტიტუციური უფლებებისთვის“-ოლიმპიადა დასრულდა

11 დეკემბერი 2016, 00:00 2918 ნახვა

ოლიმპიადა „ახალგაზრდა იურისტები კონსტიტუციური უფლებებისთვის“, რომელიც საიას ღონისძიების - „ადამიანის უფლებათა დაცვის კვირეულის“ ფარგლებში დასრულდა. 8 ფინალისტ გუნდს შორის გამარჯვება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა მოიპოვა. ასევე გამოვლინდა გამარჯვებულები ნომინაციებში: საუკეთესო მოსარჩელე, მოპასუხე, საკონსტიტუციო სასამართლოს პრიზიორი, იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდისა და დონორების რჩეული. საკონტიტუციო სასამართლოს სამი რჩეული, 6 თვიან სტაჟირებას გაივლის. აღნიშნული ოლიმპიადა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე მეათედ, იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის ეგიდით იმართება.  ოლიმპიადის ფინანსური მხარდამჭერია საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდი და ევროპის საბჭო.

 

ამავე კატეგორიაში