ქობულეთის ახალი ტურისტული მარშრუტები

28 ნოემბერი 2021, 15:15 2036 ნახვა

ქობულეთის ტურების წიგნზე მომუშავე გიდები მუნიციპალიტეტის პრაქტიკული ტურის პრეზენტაციას მართავენ. თემატური ტური მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნაობების : ფიჭვნარის არქეოლოგიური გათხრების, ქობულეთის დაცული ტერიტორიის, პეტრას ციხისა და ციხისძირის აგარაკების მონახულებას მოიცავს.

სახელმძღვანელოზე, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით იქმნება ათამდე გიდი მუშაობს. მისი შექმნის მიზანი ქობულეთის მუნიციპალიტეტში ახალი ტურისტული მარშუტების გაწერა და დამწყები გიდებისთვის ცნობიერების ამაღლებაა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში