შეცდომები და გადაცდომები ერთია და დანაშაული მეორე, მე ვარ მიხეილ სააკაშვილი და საქართველოს არ ჰყოლია დამნაშავე პრეზიდენტი - ექსპრეზიდენტი

29 ნოემბერი 2021, 15:40 765 ნახვა

მიხეილ სააკაშვილმა პროცესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს არ ჰყოლია დამნაშავე პრეზიდენტი და აღნიშნა, რომ საქართველოს სახელმწიფოს დამფუძნებელი არ შეიძლება, ყოფილიყო დამნაშავე, რადგან დამნაშავეები სახელმწიფოებს კი არ აფუძნებენ, არამედ ანგრევენ.

"მე ვარ მიხეილ სააკაშვილი და საქართველოს არ ჰყოლია დამნაშავე პრეზიდენტი. მინდა, ყველა ქართველმა ეს იცოდეს. საქართველოს სახელმწიფოს დამფუძნებელი არ შეიძლება, ყოფილიყო დამნაშავე, რადგან დამნაშავეები სახელმწიფოებს კი არ აფუძნებენ, არამედ ანგრევენ, ამის კლასიკურ მაგალითს ხედავთ, როდესაც ბანდიტების ხელშია ახლა საქართველო“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, მან საკმარისზე მეტი შეცდომა დაუშვა, რომელსაც ნანობს.

"როცა მე ვყვები ჩვენს წარმატებებზე, გვქონდა თუ არა ჩვენ შეცდომები? საკმარისზე მეტი! ბევრი ისეთი შეცდომა, რომელსაც ძალიან, ძალიან ვნანობ. პირველ რიგში, ჩემი შეცდომაა ეს სასამართლო. მე ძალიან კარგად მახსოვს ჩემი საუბრები, მაგალითად, ნიკა რურუასთან 2011 წელს, რომელიც მეუბნებოდა: „არ შეიძლება, სასამართლოს თუ არ მივეცით სრული დამოუკიდებლობა და არ უზრუნველყავით, თუ ადამიანს არ ექნა განცდა, რომ ის სამართალს იპოვის იმ საქმეებში, სადაც პროკურატურის ინტერესია და გამართლდება, ჩათვალე, რომ რასაც ჩვენ ვაკეთებთ, წყალში გადაყრილია“. ნიკა აღარ არის დღეს ცოცხალი, მაგრამ გეგონება ყველაფერი ზუსტად გამოიცნო და ამიტომ, რა თქმა უნდა, ის შეცდომა, რომ ჩვენ ვერ შევქმენით დამოუკიდებელი სასამართლო, შეეხო ძალიან ბევრ ჩემს თანამემამულეს და ახლა მეხება მეც და ბოდიშს ვუხდი ყველას, ვისაც ეს შეეხო, ისევე, როგორც ყველა სხვა შეცდომა, რომელიც უნებურად თქვენ შეგეხეოთ. ბოდიშს გიხდით კიდევ ერთხელ, მაგრამ შეცდომები და გადაცდომები ერთია და დანაშაული მეორე"- განაცხადა სააკაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში