საკონსტიტუციო ცვლილებების კომისია

12 დეკემბერი 2016, 00:00 1846 ნახვა

ბიუროს სხდომაზე დღეს საკონსტიტუციო კომისიის საკითხზეც იმსჯელებენ. დღესვე უნდა დამტკიცდეს კომისიის შექმნის თაობაზე პარლამენტის თავმჯდომარის დადგენილება. კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე მუშაობა იანვრიდან დაიწყება. კომისიას პარლამენტის თავმჯდომარე უხელმძღვანელებს.  ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, კომისიაში ყველა კონსტიტუციური ორგანოს წარმომადგენელი იქნება გაერთიანებული და ნებისმიერი ცვლილება, რომელიც უზენაეს კანონს შეეხება, მხოლოდ კონსოლიდირებულად მოხდება. უმრავლესობის აზრით, ამ პროცესში ყველა მხარე უნდა იყოს ჩართული. ჩაერთვება თუ არა კომისიის მუშაობაში პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ეს ჯერ გადაწყვეტილი არ აქვთ.

ამავე კატეგორიაში