სააკაშვილი ბრალდებულის სკამზე - რა თქვა ყოფილმა პრეზიდენტმა?

29 ნოემბერი 2021, 19:50 841 ნახვა

ქვეყნის ყოფილი და ახლა მსჯავრდებული პრეზიდენტი  მისი მმართველობის დროს არსებულ შეცდომებზე ალაპარაკდა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, შეცდომებთან ერთად იყო გადაცდომებიც,რასაც მისივე თქმით, ნანობს, რომ მაგალითად ვერ შექმნა დამოუკიდებელი სასამართლო, თუმცა ამასთანავე თქვა, რომ „საქართველოს დამნაშავე პრეზიდენტი არ ჰყოლია“. რაც შეეხება მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს, 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევაზე პასუხისმგებლობა მაშინდელ შს მინისტრ ვანო მერაბიშვილს დააკისრა. სანდრო გირგვლიანის საქმეზე კი აღნიშნა, რომ მის წინააღმდეგ პიარისთვის გამოიყენეს. რაც შეეხება ვალერი გელაშვილის ცემას, მსჯავრდებული პრეზიდენტის შეფასებით, აქ არის ერთადერთი ჩვენება, რომელიც კლასიკური hearsay-ი. მიხეილ სააკაშვილმა,  თავისი სიტყვის შემდეგ დარბაზი საკუთარი სურვილით დატოვა. ექსპრეზიდენტი ესკორტის თანხლებით გაიყვანეს, მხარდამჭერებმა კი ის შეძახილებით გააცილეს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში