საქართველოში ბოლომდე უნდა მიიყვანონ დაგეგმილი რეფორმები - შარლ მიშელი

30 ნოემბერი 2021, 14:47 857 ნახვა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოში ბოლომდე უნდა მიიყვანონ დაგეგმილი რეფორმები. შარლ მიშელმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ფუნდამენტური ღირებულებები: ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა, დემოკრატიული ანგარიშვალდებულება, გენდერული თანასწორობა არის პარტნიორობის ქვაკუთხედი

„საქართველოში ჩვენ უნდა მივიყვანოთ ბოლომდე დაგეგმილი რეფორმები თანმიმდევრულად და დამაჯერებლად, ფუნდამენტური ღირებულებების პატივისცემით და სანდო ინსტიტუტების მხარდაჭერით. თუ ჩვენ დავკარგავთ კავშირს სარისკო სფეროებში, ჩვენ ვრისკავთ, დავკარგოთ ის სხვაგანაც.

აღმოსავლეთ პარტნიორებთან მიმართებაში გამოწვევები ერთად უნდა დავძლიოთ, მათ შორის რეგიონული თანამშრომლობით. ინიციატივების მეტად მხარდაჭერა გააძლიერებს სინერგიას პარტნიორებს შორის. მათ შორის სამ ასოცირებულ პარტნიორს შორის – საქართველო, მოლდოვა და უკრაინა. ეს მიმართული იქნება საერთო გამოწვევების დასაძლევად, ასევე მდგრადი ზრდისკენ და პოლიტიკური სტაბილურობისკენ. ყველა არსებული ინსტრუმენტის გამოყენება მათი საზოგადოებების მხარდაჭერისთვის, ხელს შეუწყობს პარტნიორებს და ბრიუსელს შორის კოორდინაციის გაძლიერებას.

მთავრობის ანგარიშვლადებულაში სამოქალაქო საზოგადოებებს გადამწყვეტი როლი აქვთ. 2020 წლის შემდეგ ჩვენი დღის წესრიგი ფოკუსირებულია აღდგენაზე, მედეგობასა და რეფორმაზე. პოსტ პანდემიური აღდეგნისთვის დაგეგმილია 2 მილიარდი ევროს მობილიზება“, – აღნიშნა შარლ მიშელმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში