ლარი გაუფასურებას განაგრძობს

12 დეკემბერი 2016, 00:00 3491 ნახვა

ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში ისევ გაუფასურდა. ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6154 ლარი გახდა. კურსი, რომელიც აქამდე მოქმედებდა, 2.5887 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.02  ლარი შეადგინა. ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.7713 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა აქამდე მოქმედი კურსი 2.7474 ლარს შეადგენდა. 

ამავე კატეგორიაში