„ოცნება“ საკრებულოებში ოპოზიციაზე

02 დეკემბერი 2021, 19:44 1175 ნახვა

„ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ საკრებულოს ძველი მოწვევის მიერ ბიუჯეტის წინსწრებით  დამტკიცება სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან ნაციონალური მოძრაობის მხრიდან მოსალოდნელი იყო დესტრუქცია . შალვა პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციის ერთ ერთი მიზანია ქვეყნის არევა და ისინი ყველა ბერკეტს იყენებენ. მმართველი პარტიის თავმჯდომარეს კი მიაჩნია, რომ რთულია საუბარი საკრებულოს ნორმალურ მუშაობაზე იქ, სადაც ოპოზიცია სჭარბობს. ირაკლი კობახიძე ვარაუდობს, რომ შესაძლებელია პირველი სხდომა წარმატებით ვერ დასრულდეს, თუმცა გაგრძელდება კონსულტაციები. 

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში