ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარედ თენგიზ ირემაძე აირჩიეს

03 დეკემბერი 2021, 12:43 1885 ნახვა

ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარედ 14 ხმით, თენგიზ ირემაძე აირჩიეს.

ირემაძე საკრებულოს, მხოლოდ "ქართული ოცნების" წევრების მხარდაჭერით, უხელმძღვანელებს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.

ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობა არ მიიღეს ,,გახარია-საქართველოს'' წევრებმა, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები კი პროტესტის ნიშნად სხდომას არ ესწრებოდნენ. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში