ზუგდიდში საკრებულოს თავმჯდომარე ვერ აირჩიეს

03 დეკემბერი 2021, 14:21 870 ნახვა

ზუგდიდში საკრებულოს თავმჯდომარე ვერ აირჩიეს, სხდომა ქვორუმის არარსებობის გამო 1 კვირით გადაიდო. 

სხდომა პროტესტის ნიშნად "ნაციონალური მოძრაობისა" და ,,გახარია-საქართველოსთვის" დეპუტატებმა დატოვეს.

ზუგდიდის ახალი მოწვევის საკრებულოში "ნაციონალურ მოძრაობას" 22 მანდატი , "ქართულ ოცნებას" 20, ,,გახარია-საქართველოსთვის" კი 3 მანდატი აქვს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში