ქედის ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა

03 დეკემბერი 2021, 14:37 1868 ნახვა

ქედის  საკრებულოს თავმჯდომარედ "ქართული ოცნების“  წევრი ამირან ცინცაძე 15 ხმით აირჩიეს. მას ეს პოსტი 4 წლის წინ, მესამე მოწვევის საკრებულოშიც ეკავა. სხდომაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ბათუმის საკრებულოს გარდაცვლილი წევრის ნუგზარ ფუტკარაძის ხსოვნას.

ამის შემდეგ ნაციონალური მოძრაობის წევრებმა განაცხადეს, რომ  კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებდნენ, რადგან არჩევნებს ნდობას არ უცხადებენ.

საკრებულოს წევრების სავარაუდო მოსყიდვის შესახებ   განაცხადა გახარიას პარტიის ერთადერთმა წევრმა ქედის საკრებულოში ჯემალ დავითაძემ.

ქედის საკრებულოში პირველივე სხდომაზე ორი ფრაქცია - „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო „ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შეიქმნა.

ამ დროისთვის  კომისიების დაკომპლექტება და კომისიების თავმჯდომარეების არჩევის პროცედურები მიმდინარეობს.

საკრებულოს  თავმჯდომარის მოადგილეებად კი  რომან დავითაძე, რეზო თურმანიძე და არჩილ გორგილაძე აირჩიეს, ისინი   წინა მოწვევის საკრებულოს წევრებიც იყვნენ.   

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში