სააკაშვილის ჯანმრთელობასა და უფლებრივ მდგომარეობაზე “ემპათია” განცხადებას ავრცელებს

06 დეკემბერი 2021, 18:13 1312 ნახვა

მიხეილ სააკაშვილს კვლავ ესაჭიროება სტაციონარული მულტი - დისციპლინური მკურნალობა, რეაბილიტაცია, განსაკუთრებით ნეირო - ფსიქოლოგიური მიმართულებით“ -ნათქვმია განცხადებაში, რომელსაც ცენტრი ავრცელებს. განცხადების თანახმად, „ემპათია“ საქართველოს ციხეთა სისტემაში მიხეილ სააკაშვილის განთავსებას კვლავაც მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველად და დაუშვებლად მიიჩნევს.ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის დანიშნული პრეპარატის მიზნობრიობა და აუცილებლობა კვლავ განხილვის საგნად რჩება.  ემპათიის პრეზიდენტი და ექსპერტიზის ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი  აცხადებს, რომ  ანტი-ფსიქოზური პრეპარატების არამიზნობრივად გამოყენება პატიმრობაში მყოფი პირის მიმართ, საერთაშორისო სტანდარტებით განიხილება როგორც ფარმაკოლოგიური წამების მეთოდი და ხშირ შემთხვევაში, იგი მიზნად ისახავს პიროვნების გატეხვასა და დამორჩილებას. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში