ლაღიძის სამუსიკო სკოლის გუნდი მსოფლიო საგუნდო კონკურსის გამარჯვებულია

06 დეკემბერი 2021, 18:20 1355 ნახვა

ბათუმის რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლის გუნდი მსოფლიო საგუნდო კონკურსის გამარჯვებულია. ბელგიაში გამართულ მე-12 მსოფლიო საგუნდო კონკურსში სხვადასხვა ქვეყნის 300 - მდე შემოქმედებითი ჯგუფი მონაწილეობდა. კონკურსი სამი ნაწარმოების გადაბმით შესრულებას ითვალისწინებდა. პროგრამის შესაბამისად რევაზ ლაღიძის სახელობის გუნდმა კონკურსზე ბრაიან ლევისის ‘’ბენედიქტუსი’’,  მინდია ხითარიშვილის ‘’ლოცვა’’ და ნოდარ ფაღავას ‘’ხორუმი’’ წარადგინა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში