საკონსტიტუციო ცვლილებები

07 დეკემბერი 2021, 15:10 908 ნახვა

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ხელისუფლება არ აპირებს გაითვალისწინოს ოპოზიციისა და საერთაშორისო პარტნიორების  რეკომენდაციები.

ამბობენ, რომ ხელისუფლება საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს. მმართველი გუნდის ოპონენტები აცხადებენ, რომ ყველა ბერკეტს გამოიყენებენ იმისთვის, რომ ხელისუფლებას დანაპირების შესრულება აიძულონ.

მმართველი გუნდი კი ამ საკითხში ნაციონალურ მოძრაობას ადანაშაულებს, განმარტავენ, რომ თავიდან შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს სწორედ ისინი არ აწერდნენ.

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში