„თანამდებობიდან გადადგნენ თორნიკე და დავით რიჟვაძეები“ - ოპოზიციის აქცია - მსვლელობა

07 დეკემბერი 2021, 18:35 1214 ნახვა

ნუგზარ ფუტკარაძის საქმის ობიექტური გამოძიების, თორნიკე  და დავით რიჟვაძეების გადადგომის მოთხოვნით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აქცია გამართა. ისინი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის მთავარ სამმართველოსთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი მსვლელობა გამართეს.

ვიდრე აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან გამართავდნენ აქციას, შეჩერდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და სკანდირებდნენ „გადადექი.“ ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების შემდეგ გასაჯაროებულ სატელეფონო ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები გამოკითხვაზეც იმყოფებოდნენ, თუმცა მათი თქმით,  ვიდრე დავით რიჟვაძე ძალოვან უწყებაში თანამდებობას იკავებს, ისინი პროცესს უნდობლობას უცხადებენ.

ამბობენ, რომ სწორედ თორნიკე რიჟვაძის მამის დავალებით მართავდნენ მოლაპარაკებებს ფუტკარაძესთან გარკვეული თანხის სანაცვლოდ დაეტოვებინა  პარტია, რითაც ბათუმის საკრებულოში პოლიტიკური კონფიგურაცია შეიცვლებოდა.    

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში