უცნობია როდის განახლდება სააღმზრდელო პროცესი ახალსოფლის ბაღში

08 დეკემბერი 2021, 15:03 1556 ნახვა

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრი მიშა ბოლქვაძე ხელვაჩაურის მერიას კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს.  

მმართველი პარტიის ოპონენტის რწმუნებით, ახალსოფლის საბავშვო ბაღი ერთი თვეა დახურულია და სააღმზრდელო პროცესი კი შეჩერებულია. 

მიზეზი, როგორც ამბობს, ბაღის ავარიული  შენობაა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ 180 ბავშვი სააღმზრდელო პროცესის მიღმა დარჩა, სოფელთან ახლოს მდებარე ბაღებში კი ვერ მიჰყავთ, რადგან   ადგილები შევსებულია. 

ახალსოფლის  საბავშვო ბაღი ხელვაჩაურის მერიას 2015 წელს ჩაბარდა, მისი მშენებლობისთვის კი 7 ათას ლარამდე დახარჯა თვითმმართველობამ .  მერის მოადგილის თქმით, სკოლამდელი დაწესებულების  კედლები წელს მეწყრული  პროცესების გამო დაიბზარა.  თქვა, რომ  კვლევების ჩასატარებლად ტენდერი უკვე შედგა, პირობითი გამარჯვებულიც გამოვლინდა  და წლის ბოლომდე უნდა დაიდოს საბოლოო გეოლოგიური დასკვნები. 

უცნობია როდის განახლდება სააღმზრდელო პროცესი, ბაღის   აღსაზრდელებს სხვა ალტერნატივას კი  ვერ სთავაზობენ. 

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში