რეფინანსირების განაკვეთი 10.5%-მდე გაზარდა - ვის გაუძვირდება სესხი?

08 დეკემბერი 2021, 15:04 2518 ნახვა

ათობით ათას ადამიანს სესხი  გაუძვირდა.  გადაწყვეტილება რა თქმა უნდა,  ეროვნულმა ბანკმა მიიღო, რომლის მიხედვითაც მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტიდან  10.5%-მდე გაიზარდა.

აღმოჩნდა, რომ  2011 წლის შემდეგ ეს რეფინანსირების განაკვეთის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. სებმა მიზეზებიც ახსნა და განმარტა, რომ  არსებულ ორნიშნა ინფლაციაში  რაც 12.5%-ია  დაახლოებით 9 პროცენტული პუნქტი  გარე ფაქტორების წვლილია.

მოკლედ ახლა ექსპერტები ფიქრობენ იმას, რამდენად იქნება ეროვნული ბანკის ძალისხმევა გამართლებული ინფლაციის შესაჩერებლად  მაშინ, როცა პრემიერმა რამდენიმე დღის წინ დაანონსა სოციალური პროგრამები და ხელფასების ზრდა.

რამდენად მწვავე გავლენას იქონიებს დღევანდელი გადაწყვეტილება მოქალაქეებზე?

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში