პოლიტიკური კონსულტაციები ბათუმის საკრებულოში?

08 დეკემბერი 2021, 18:15 920 ნახვა

რიგით მეორე სხდომის შეკრების თარიღი ჯერ უცნობია, თუმცა კვლავ დღის წესრიგშია და შეიძლება ითქვას მთავარი კითხვაც-როგორ წარიმართება პროცესები ბათუმის ახლად არჩეულ  საკრებულოში ჩაშლილი სხდომის შემდეგ, ვინ ვისთან ითანამშრომლებს  და იქნება თუ არა ოპოზიციური ერთობა. ქართულ ოცნებაში ფიქრობენ,  რომ  ოპოზიციური ერთობა არ არსებობს.  ირკვევა, რომ ოპოზიციონერი ლიდერები ერთმანეთს უკვე შეხვდნენ, თუმცა მაგალითად ლელოს წევრი ამბობს, რომ მათთვის უცნობი დარჩა გახარიას პარტიის პოზიცია, მაგალითად როგორი კონფიგურაცია  სურთ საკრებულოში.

ამბობს, რომ ჰქონდათ შეთავაზებაც.  გახარიას პარტიაში კი ამბობენ, რომ კონსულტაციები საერთოდ არ ყოფილა, ეს ყველაფერი კი დროის გაჭიანურებაა ენმ-სთვის, სადაც  რამდენიმე ფაქტორებიც დაასახელეს, მათ შორისაა იმ ოლქში მოსახლეობასთან დაწყებული შეხვედრები ქართული ოცნების მხრიდან, სადაც გაიმარჯვა ოპოზიციონერმა კანდიდატმა და რომელიც რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა. ბათუმის საკრებულოში მიმდინარე პროცესებს აკვირდებიან არასამთავრობო სექტორში, სადაც კრიზისის დაძლევის გზად მოლაპარაკებებს ხედავენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში