170 ათას მსესხებელს სესხი წელს მეოთხედ უძვირდება

08 დეკემბერი 2021, 20:30 1434 ნახვა

პანდემიით გამოწვეულმა არაორდინარულმა ვითარებამ მსოფლიო ეკონომიკაში მრავალი პრობლემა წარმოშვა, რომელთა შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მაღალინფლაციური გარემოა. რის გამოც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით, 10.5 პროცენტამდე გაზარდა.

ეს მაჩვენებელი  2008 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა. 1 ოქტომბრის მდგომარეობით, რეფინანსირების განაკვეთზე 170 ათასამდე მომხმარებლის სესხი იყო მიბმული, სწორედ მათ გაუძვირდებათ აღებული სესხი. ეროვნულ ბანკში ამბობენ,რომ საქართველოსთვის გაზრდილი ინფლაცია ბოლო პერიოდის ერთ-ერთ ძირითად გამოწვევად რჩება.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში