ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ხვალ სასამართლო პროცესს ვერ დავესწრები - მიხელ სააკაშვილი

08 დეკემბერი 2021, 22:37 992 ნახვა

ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ხვალ ვერ დავესწრები სასამართლო პროცესს - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გავრცელებულ მიმართვაშია ნათქვამი.

"ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ხვალ ვერ დავესწრები სასამართლო პროცესს.

ერთადერთი, რის გამოც აუცილებლად მინდოდა მოსვლა, იყო იმ ადამიანების გამხნევება და მხარდაჭერა, რომლებიც რამდენიმე თვეა იჩაგრებიან ჩემ გამო.

ეს ადამიანები დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ და დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს", - წერია წერილში.

ხვალ, თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე იმართება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში