მისაღებია, რომ გახარიას პარტიის წევრები იყვნენ საკრებულოს თავმჯდომარეები - ნიკა მელია

08 დეკემბერი 2021, 23:19 1509 ნახვა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, მისთვის მისაღებია, რომ საკრებულოს თავმჯდომარეები, გიორგი გახარიას პარტიის წევრები იყვნენ - ამის შესახებ მელიამ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, საკრებულოში საკვანძო პოზიციები ოპოზიციონერ დეპუტატებს ეკავოს. 

"ქართულ ოპოზიციურ სპექტრში მოვისმინეთ გახარიას პარტიის განცხადება თითქოს ისინი ითხოვენ და მოუწოდებენ მხარეებს, იგულისხმა "ქართული ოცნება“ და "ნაციონალურ მოძრაობა“, რომ მხარი მათ დავუჭიროთ საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატებად.

ვფიქრობ, რომ გახარიას პარტიასთან არაფერი გვაქვს საერთო და არც გვექნება, მაგრამ მოსახლეობამ ასე გადაწყვიტა, რომ რამდენიმე მუნიციპალიტეტში უმრავლესობა მანდატების მიანიჭა ოპოზიციას, იმისათვის, რომ "ქართულმა ოცნებამ" ფული აღარ მოიპაროს, კორუფციული სქემები აღარ ხლართოს. ეს არის დაკვეთა.

ამიტომ მე ვფიქრობ, რომ პრაგმატულია და მისაღებია, შემხვედრი წინადადებით შევხვდეთ მათ. იყვნენ ისინი საკრებულოს თავმჯდომარეები, ჩვენ დავუჭერთ მათ მხარს საკრებულოების თავმჯდომარეობის კანდიდატებად, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ საკრებულო თავისი პოზიციებით იყოს დაკავებული ოპოზიციური პარტიების დეპუტატების მიერ. ის, სადაც საკრებულოს თავმჯდომარე იქნება ოპოზიციონერი და ხმათა უმრავლესობით არის ოპოზიცია წარმოდგენილი, ყველა მნიშვნელოვანი პოზიცია და არა თანამდებობა, მაგალითად, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე უნდა იყოს ოპოზიციონერი, ყველა საკვანძო პოზიცია უნდა ეკავოს ოპოზიციონერებს, იმიტომ, რომ ასე ჩათვალა ამ ქალაქებში მაცხოვრებელმა ადამიანებმა საჭიროდ.

მეორე, ყველა ის პოზიტიური პროგრამა, რომელიც გვქონდა ოპოზიციურ პარტიებს შევაჯეროთ და ვუპასუხოთ საზოგადოების საჭიროებებს. ეს ყველაფერი შესაძლებელია, როდესაც საკრებულო დაკომპლექტდება ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიერ", - განაცხადა ნიკა მელიამ.

3 დეკემბერს ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, ჩხოროწყუში, სენაკსა და წალენჯიხში, საკრებულოს სხდომები ჩაიშალა, რადგან თავმჯდომარეების არჩევა ვერ მოხერხდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში