ბათუმის ციხიდან პატიმრის გადაყვანას ითხოვენ

10 მაისი 2016, 00:00 5769 ნახვა

ბათუმის საპყრობილიდან 34 წლის სამტრედიელი პატიმრის ნუგზარ თაბაგარის გადაყვანას ითხოვენ ახლობლებლები. დღეს მათ აქცია ბათუმის ციხესთან გამართეს და პატიმართან შეხვედრა მოითხოვეს, თუმცა როგორც თავად ამბობენ, ამის საშუალებას არ აძლევენ. ახლობლები ირწმუნებიან, რომ პატიმართან პირადი უთანხმოება აქვს ციხის ადმინისტრაციას. ერთი თვის წინ მათ პაემანზე იგი სხეულის დაზიანებებით ნაცემ მდგომარეობაში ნახეს. გარდა ამისა, მათი ინფორმაციით თაბაგარი დაავადებულია და მკურნალობას საჭიროებს. დღეს პატიმართან მხოლოდ სახალხო დამცველის წარმომადგენელი შევიდა. მისი მდგომარეობის შესახებ აპარატი ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.

ამავე კატეგორიაში