საინვესტიციო ფორუმი

10 დეკემბერი 2021, 11:58 1180 ნახვა

საგადასახადო უპირატესობები და საინვესტიციო შესაძლებლობები საქართველოში - ბათუმი ბიზნესფორუმს მასპინძლობს.

ფორუმის მონაწილეებმა აჭარის საპრივატიზაციო ობიექტებზე, საქართველოში ბიზნესის დაწყების რეგულაციებზე, რეგიონის ეკონომიკის ძირითად პარამეტრებზე მიიღეს ინფორმაცია.

ბიზნეს შეხვედრას ქართველი და უცხოელი  ბიზნესმენები ესწრებიან. 

ფორუმის ფარგლებში ქართულ და უცხოურ კომპანიებს შორის  პირისპირ შეხვედრებიც  გაიმართება, რომელზეც მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრებენ. 

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში