აქვს თუ არა პრეზიდენტის ინიციატივას პერსპექტივა

12 დეკემბერი 2021, 14:51 709 ნახვა

აქვს თუ არა სალომე ზურაბიშვილის შერიგების შესახებ წინადადებას პერსპექტივა - ამისთვის პოლიტიკური მხარეები ერთგვარ დათქმებს აყენებენ. პირველი პირობა ოპონენტებს მმართველმა გუნდმა წაუყენა, რაც წარსულში ჩადენილი დანაშაულების მონანიებას და მოვლენების სამართლებრივად შეფასებას გულისხმობს. ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტს ნდობა არ აქვს, თუმცა თანხმდებიან, რომ პოლიტიკური შერიგება ეროვნული ინტერესებისთვის აუცილებელია. იქნება, თუ არა მოლაპარაკების მორიგი რაუნდი პოლიტიკურ პარტიებს შორის - პრეზიდენტს ჯერ განმარტებები არ გაუკეთებია, არც ის დაუკონკრეტებია, როდის ჩაინიშნება პირველი შეხვედრა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში