ბათუმის მერის განცხადება

13 დეკემბერი 2021, 12:19 1267 ნახვა

"ნაციონალური მოძრაობა" დესტრუქციული გზით აგრძელებს მოქმედებას, მათ სცადეს დღეს ბოიკოტირება და საცირკო წარმოდგენების გამართვა იმისთვის, რომ ხელი შეეშალათ ბათუმის მერიის საქმინობისთვისათვის - ასე გამოეხმაურა ბათუმის მერი ადმინისტრაციულ შენობაში დღეს დილიდან განვითარებულ მოვლენებს. არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, ამ პოლიტიკურ ძალას არაფერი საერთო არ აქვს ქალაქის აღმშენებლობასთან, ქალაქის და თანამოქალაქეების ინტერესებთან. "მსგავსი ტიპის ქმედებები გამორიცხულია, მუნიციპალიტეტის მერიას, მე პირადად და მის თანამშრომლებს აქვთ ვალდებულება განახორციელონ ყველა ის პროექტი და შესაბამისი საქმიანობა, რათა უზრუნველყოფილი იყვეს ქალაქის ინტერესების დაცვა. ფაქტთან დაკავშირებით მერიის შესაბამისი სამსახურები, მათ, შორის მუნიციპალური ინსპექცია აწარმოებს თავის საქმიანობას კანონმდებლობის ფარგლებში. დაწყებულია საქმის წარმოება და ბუნებრივია ყველა უკანონობას შესაბამის პასუხი ექნება, გამოძიების ინტერესებიდან და მიმდინარეობიდან გამომდინარე ჩვენ ბუნებრივია მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს"-განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში