დარწმუნებული ვარ, ის დეკლარაცია, რომელსაც მივიღებთ 16 დეკემბერს, ჩვენი მოლოდინების შესაბამისი იქნება - დავით ზალკანიანი

13 დეკემბერი 2021, 13:12 932 ნახვა

ჩვენთვის ეს ფორმატი უაღრესად მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქიდან, რომ არის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება იმისთვის, რომ დავუახლოვდეთ ევროკავშირს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო და უკრაინა ერთიანი პოზიციით არიან წარმოდგენილები.

,,მე დარწმუნებული ვარ, რომ ის დეკლარაცია, რომელსაც ჩვენ მივიღებთ 16 დეკემბერს, იქნება ზუსტად ჩვენი მოლოდინების შესაბამისი, კერძოდ, ასახული იქნება ჩვენი ევროპული მისწრაფება და ევროპული არჩევანი, ასევე, კიდევ ერთხელ დადასტურდება ევროკავშირის მეტი ჩართულობა კონფლიქტის მოგვარების კუთხით და დადასტურდება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. მნიშვნელოვანია, ასევე, რომ ასახული იყოს ჩვენი სურვილი დავუახლოვდეთ ერთიან ევროპულ ბაზარს, მაქსიმალურად იყოს გამოყენებული დაკავშირებადობა, რომელიც არის საქართველოსა და ევროკავშირს შორის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რათა უზრუნველყოფილი იყოს ქვეყნის ფიზიკური ინტეგრაცია ევროკავშირში და ამ თვალსაზრისითაც ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული პროგრესი. საქართველო იქნება მაქსიმალურად ჩართული ევროკავშირის პროგრამებსა და სააგენტოებში. ასე რომ, მოლოდინები მართლაც არის პოზიტიური და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ვიზიტის შედეგად გვექნება მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები, რომლებიც განსაზღვრავს შემდგომ ნაბიჯებს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით. ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე, დრო და პერიოდი, რა პერიოდშიც იმართება ეს სამიტი. მოგეხსენებათ, რომ გეოპოლიტიკური სიტუაცია მნიშვნელოვნად არის შეცვლილი, აუცილებელია, რომ ჩვენ ვიყოთ მუდმივად კავშირში ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან.

სამიტის დროს გაიმართება ორმხრივი შეხვედრები, რომელსაც, ასევე, მაქსიმალურად გამოვიყენებთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი ფორმატის მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის,“- განაცხადა ზალკალიანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში