მოლაპარაკებები შერიგებისთვის – პოლიტიკური შეფასებები

13 დეკემბერი 2021, 14:40 1059 ნახვა

მივა თუ არა სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე? მოქმედი პრეზიდენტი ყოფილის ინიციატივას არ პასუხობს. მოქმედი და ორი ყოფილი პრეზიდენტის შესაძლო შეხვედრასა და შერიგების ინიციატივაზე შეფასებები საკანონმდებვლო ორგანოში დღესაც გაკეთდა. ქართული ოცნების წევრები აცხადებენ, რომ მათი დღის წესრიგი ხალხზეა მორგებული და პოლარიზაციაში მხოლოდ ოპოზიცია იმყოფება. ნაციონალური მოძრაობა შერიგების იდეას მიესალმება, თუმცა მათთის სააკაშვილის გათავისუფლება მთავარი პირობაა. რას შეეხება სტრატეგია აღმაშენებელს, პაატა მანჯგალაძე ქართული ოცნებას ქმედით  პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ურჩევს, სამი პრეზინდეტის შეხვედრის მოლოდინი კი არსებულ პირობებში არ აქვს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში