გამოვრიცხავ რაიმე ტიპის დაპირისპირებას, დღეს სხდომაზე ჩემი დასწრება საკმარისი იყო - თამარ გაბუნია

13 დეკემბერი 2021, 16:16 908 ნახვა

აბსოლუტურად გამოვრიცხავ რაიმე ტიპის დაპირისპირებას, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ეკატერინე ტიკარაძის გადადგომასთან დაკავშირებით განაცხადა.

კითხვაზე იყო თუ არა მინისტრის გადადგომამდე მთავრობის სხდომაზე  „ხელების ბრახუნი“ და ისმოდა ფრაზები „მონა არავინ არ არის", გაბუნია უარყოფს და ამბობს, რომ მსგავსი არ ახსენდება.

რაც შეეხება კანცელარიაში დღეს გამართულ მთავრობის სხდომას, სადაც ტიკარაძე არ მივიდა, თამარ გაბუნია აღნიშნავს, რომ მისი დასწრება საკმარისი იყო.

“დღეს სამთავრობო სხდომას მე ვესწრებოდი. ჯანდაცვის სამინისტროს დღეს სხდომაზე გასატანი საკითხი არ ჰქონია, ამდენად, ჩემი დასწრება საკმარისი იყო და მინისტრის დასწრება აუცილებელი არ იყო”, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

კითხვაზე იყო თუ არა ტიკარაძესა და პრემიერ-მინისტრს შორის დაპირისპირება ე.წ. მწვანე პასპორტებთან დაკავშირებით, გაბუნია ამბობს, რომ “მწვანე პასპორტთან" დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა სამედიცინო სფეროში რამდენიმე ხანია არსებობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში