საკადრო ცვლილებები მერიაში

13 დეკემბერი 2021, 17:35 2656 ნახვა

საკადრო ცვლილებები ბათუმის მერიაში. არჩილ ჩიქოვანმა ბათუმის ვიცე-მერის პოსტზე ლევან დავითაძე წარადგინა. შეცვალა რამდენიმე სამსახურის ხელმძღვანელი.  „ბათუმის წყლის“ დირექტორი  ალექსანდრე მჟავანაძე იქნება, რომელიც აქამდე მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი იყო. აკაკი ბერიძე უხელმძღვანელებს ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს , რომელიც მანამდე მოადგილის პოზიციას იკავებდა. გამწვანების სამსახურის უფროსი დავით დიასამიძე  დღეიდან ბაღების გაერთიანებას გადაიბარებს. ძველი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ სალუქვაძე გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელად წარადგინეს.  ბათუმის სპორტული ცენტრის ხელმძღვანელის პოზიცია ჩაიბარა თემურ ხასიამ, რომელიც დღემდე აჭარის უმაღლესი საბჭოს თანამშრომელი იყო. საცხენოსნო კლუბს უხელმძღვანელებს დურსუნ ბერიძე. 25 აიპიდან ჯამში 7 აიპის ხელმძღვანელ პოზიციაზე განხორციელდა ცვლილებები. ქალაქის მერი იმედოვნებს, რომ ამ გუნდთან ერთად შეძლებს წარმატებული პროექტების განხორციელებას.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში