როტაცია ბათუმის მერიაში

13 დეკემბერი 2021, 19:43 1707 ნახვა

ახალი ვიცე-მერი ლევან დავითაძე და სამსახურების ახალი უფროსები - საკადრო ცვლილებები ბათუმის მერიაში.არჩილ ჩიქოვანმა განახლებული გუნდი ბრიფინგზე წარადგინა და იმედი გამოთქვა, რომ გუნდთან ერთად წარმატებული პროექტების განხორციელებას შეძლებს. არჩილ ჩიქოვანის განახლებული კაბინეტი დაიწუნა ოპოზიციამ,რადგან ფიქრობენ, რომ აიპების ახალმა ხელმძღვანელებმა, წინასაარჩევნო კამპანიის დროს უერთგულეს „ქართულ ოცნებას“ და მათგან ახალი სახე არცერთია. მთავარი კი ისაა, რომ თითოეული სამსახურის ხელმძღვანელმა მოსახლეობის საჭიროებებს უპასუხოს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში