შუახევის მერმა მოადგილეები წარადგინა

14 დეკემბერი 2021, 11:58 1916 ნახვა

შუახევის მერმა მოადგილეები წარადგინა. პირველი მოადგილე მირიან აბაშიძეა, კიდევ ორი მოადგილის თანამდებობა გურამ ზოიძემ და რუსუდან შავაძემ დაიკავეს. მერის განცხადებით, ისინი თვითმმართველობაში მუშაობისა და კომპეტენციების მიხედვით შეარჩიეს. სამივე მათგანი „ქართული ოცნების“ წარმომადგენელია.  შუახევის საკრებულო ასე დაკომპლექტდა: „ქართულ ოცნებას“ 14 დეპუტატი ჰყავს, „ნაციონალურ მოძრაობას ხუთი, თითო წარმომადგენელი ჰყავს „ლელოს“ და პარტიას „ საქართველოსთვის“.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში