ქობულეთის საკრებულოს სხდომაზე საკითხების განხილვას კამათი და ხმაური მოჰყვა 

15 დეკემბერი 2021, 14:09 1179 ნახვა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, სადაც დღის წესრიგით გათვალისწინებულ 5 საკითხზე იმსჯელეს. 

საკითხების განხილვას ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა'' და ''ქართული ოცნების'' დეპუტატებს შორის კამათი მოჰყვა. 

ფრაქცია ''ნაციონალური მოძრაობის'' დეპუტატები ინიციატივით გამოვიდნენ ქობულეთში ქუჩებს, რომლებსაც რუსი მწერლებისა და პოეტების სახელები აქვს შეეცვალოს.  ხუმრობით განაცხადეს, რომ მაგალითად  ანტონ ჩეხოვის ქუჩას, ბიძინა ივანიშვილის სახელი დაერქვას. 

საკითხი დღის წესრიგში შესატანად კენჭისყრაზე დააყენეს, თუმცა ''ქართულმა ოცნებამ'' ამ ინიციატივას მხარი არ დაუჭირა.

სხდომაზე ასევე სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა, ქობულეთის სპორტსკოლის მშენებლობის საკითხის განხილვასაც. ოპოზიციონერი წევრები ამბობენ, რომ ამისთვის ახალი ადგილი უნდა გამოიყოს და შერჩეულ ტერიტორიაზე სხვა უფრო საინტერესო და მომგებიანი ობიექტი აშენდეს. მერაბ ცინცაბაძის განმარტებით, ცხრა წელია ქობულეთში სპორტსკოლა ვერ აშენდა. 

''ქართული ოცნების'' დეპუტატებმა, ოპოზიციის კრიტიკა და კითხები თეატრალიზებულ შოუდ  შეაფასეს.

საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ საკრებულოს ოპოზიციონერი წევრების დღევანდელ ქმედებას სამარცხვინო უწოდა და აღნიშნა. ნათია თხილაიშვილის თქმით, ''ნაციონალური მოძრაობის'' წევრები ქობულეთის სპორტსკოლის მშენებლობას ღიად ეწინააღმდეგებიან.

საკრებულოს სხდომაზე, ასევე თანამდებობრივი სარგოს დამტკიცების შესახებ ისაუბრეს. ახალი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარეს ერთის ნაცვლად, სამი მოადგილე ჰყავს. დღეს აღნიშნული პირებისთვის სახელფასო თანხები განისაზღვრა. ასევე იმსჯელეს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეების სახელფასო სარგოზე. 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში