არანაირი სურვილი არ გვაქვს სიმულაციაში მონაწილეობის - გიგა ბოკერია პრეზიდენტის მიწვევაზე

16 დეკემბერი 2021, 19:09 999 ნახვა

"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარის გიგა ბოკერია განცხადებით, პრეზიდენტის სასახლეში, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების საახალწლო მიღებაზე მონაწილეობას არ მიიღებს.

მისივე განმარტებით, სიმულაციაში მონაწილეობის არანაირი სურვილი არ აქვს. 

"ჩვენ მივიღეთ მოწვევა ამ შეხვედრაზე. მადლობელი ვარ მოწვევისთვის. სამწუხაროდ, ამ მომენტში ვერანაირ წინაპირობას ვერ ვხედავ, რომ რეალურ პროცესთან გვქონდეს საქმე. სრულიად საპირისპირო მიმართულებით დგამს ნაბიჯებს ის, ვისაც ძალაუფლება აქვს - ივანიშვილი და მისი გარემოცვა. თუ ეს სიმულაციაა, არ გვაქვს რაიმე სახის სიმულაციაში მონაწილეობის სურვილი. თუ ვცდები, მხოლოდ მოხარული ვიქნებით. ამას ნაბიჯები აჩვენებს, რომელიც გადადგმული იქნება. მხოლოდ ამის შემდეგ ექნება აზრი რაიმე არსებით დისკუსიას, პრინციპულად კი არ ვეწინააღმდეგებით, სიმულაციის პრინციპული წინააღმდეგები ვართ", - განაცხადა ბოკერიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში