ბათუმის ახალ ბულვარში ნაპირსამაგრი სამუშაოები, რომლის ღირებულება 56 მილიონი ლარია უხარისხოდ შესრულდა - ენმ

17 დეკემბერი 2021, 10:33 1091 ნახვა

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრები, დღეს ბათუმის მერიაში მივიდნენ. საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებით, ახალ ბულვარში ნაპირსამაგრი სამუშაოები დასრულდა, თუმცა ინფრასტრუქტურის ნაწილი უკვე დაზიანებულია. მათივე თქმით,  პროექტი რომლის ღირებულებაა 56 მილიონი ლარი, უხარისხოდ შესრულებულია.

''ნაციონალური მოძრაობის'' წევრების განცხადებით,  ე.წ. ბარიკადების გამო, არჩილ ჩიქოვანთან შესვლას ვერ ახერხებენ, ამიტომ წერილობით განმარტებას ითხოვენ.  რას ფიქრობს ქალაქის მერი კორუფციული გზით დახარჯულ 56 მილიონ ლარსა და შეუსრულებელ სამუშაოებზე.

''2017 წლიდან საქართველოს მუნიციპალურმა ფონდმა  განახორციელა ბათუმის ახალ ბულვარში ნაპირსამაგრი სამუშაოები, რომელიც  2019 წელს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ დროში გაიწელა და 2021 წელს დასრულდა. მისი ღირებულება  56 მილიონი ლარი იყო. მიუხედავად ამ ყველაფრისა ვხედავთ ქალაქში რა მდგომარეობაა. ნაპირსამაგრი ნაგებობა მოშლილია და  სანაპირო ზოლი პრაქტიკულად დაკარგულია. ეს ყველაფერი არასწორად შედგენილი პროექტის და შერჩეული კომპანიის ბრალია. 

ჩვენი ინფორმაციით, ინფრასტრუქტურის სამინისტრო და მუნიციპალური განვითარების ფონდი აპირებს ეს  ნაპირსამაგრი ნაგებობა გადაეცეს ბათუმის მერიას.

საკრებულოს წევრები კატეგორიულად მოვითხოვთ, ბათუმის თვითმარქვია მერმაარ მოაწეროს ხელი,  აღნიშნულ, უკვე დანგრეულ და განადგურებული პროექტის გადმოცემას '' - განაცხადეს მერიაში გამართულ ბრიფინგზე. 

 

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში