„ოპოზიციის მიერ დაანონსებულ საკრებულოს სხდომაზე კენჭისყრაში მონაწილეობას არ მივიღებთ“-გახარიას პარტია

17 დეკემბერი 2021, 11:43 574 ნახვა

პარტია "საქართველოსთვის" წევრის, ბათუმის საკრებულოს დეპუტატის აკაკი გვიანიძის განცხადებით, ოპოზიციის მიერ დაანონსებულ საკრებულოს სხდომაზე კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ - ამის შესახებ გვიანიძე ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს. მისივე განცხადებით, გიორგი გახარიას თანაგუნდელებმა მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს  მოსალაპარაკებლად გარკვეულ საკითხებზე შეხვედრა შესთავაზეს, მაგრამ მხარეები შეხვედრაზე არ მივიდნენ.  "ნაციონალურმა მოძრაობამ ბათუმის საკრებულოს აპარატში დაარეგისტრირა სხდომის მოწვევის მოთხოვნა, სადაც მათი განცხადებით უნდა მოხდეს თავმჯდომარის არჩევა და დამტკიცებული ბიუჯეტის გაუქმება.და ეს იმ ფონზე, როდესაც უარი განაცხადეს მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომაზე და ფარდა აეხადა ჩხოროწყუს საკრებულოს წინა სხდომაზე განვითარებულ მოვლენებს. საქმე გვაქვს მორიგ პოლიტიკურ სპექტაკლთან, ან უარესი - გარიგებასთან, ვინაიდან ოცნებას მხოლოდ ერთი ხმა აშორებს სასურველ მიზანთან, ფარული კენჭისყრის პირობებში მტყუან-მართლის გარჩევა კი შეუძლებელი გახდება. ჩვენ არ მივიღებთ კენჭისყრაში მონაწილეობას და კვლავ მოვუწოდებთ პარტიებს, პატივი სცენ ამომრჩევლის ნებას",- წერს აკაკი გვიანიძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში