ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის წესი შეიცვალა

17 დეკემბერი 2021, 17:43 897 ნახვა

ცესკო-ს წევრებისა და ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის წესი შეიცვალა. პარლამენტმა  ცვლილებები დღეს მესამე მოსმენით დაამტკიცა. ცესკო-ს თავმჯდომარის და წევრების არჩევისთვის განსაზღვრული იქნება ორი კენჭისყრა. კერძოდ, პირველ შემთხვევაში, საკადრო ცვლილების მისაღებად 100 ხმა იქნება საჭირო. იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების მიღება პირველ კენჭისყრაზე ვერ იქნება, მეორე კენჭისყრა ჩატარდება, რომელზეც გადაწყვეტილების მიღება 76 დეპუტატს შეეძლება, თუმცა ამ შემთხვევაში, ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევა ისევ ექვსი თვით მოხდება.ახალი ცვლილებების შედეგად, შემცირდა გადაწყვეტილების მიღების ვადები, რადგან საკადრო ცვლილებების მიღებისთვის სამი კენჭისყრა იყო გათვალისწინებული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში