საკონსტიტუციო კომისიიის ფორმირება

14 დეკემბერი 2016, 00:00 2757 ნახვა

საკონსტიტუციო კომისიის შექმნის შესახებ დადგენილებას სავარაუდოდ პარლამენტი დღეს დაამტკიცებს. დოკუმენტი უკვე განიხილა იურიდიულმა კომიტეტმა. კომისიის მუშაობაში მონაწილეობა შეუძლია როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო პარტიებს, სამოქალაქო სექტორს და ექსპერტებს. ირაკლი კობახიძის განმარტებით, დადგენილების პროექტი ასევე ითვალისწინებს ამ პროცესში პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის ჩართვას. პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტის ადმინისტრაციას მოუწოდებს ჩაერთოს საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში. 

ამავე კატეგორიაში