პრეზიდენტი ინდივიდუალურ კონსულტაციებს იწყებს

20 დეკემბერი 2021, 11:53 1002 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივის ფარგლებში ოპოზიციური პარტიები მიმდინარე კვირიდან შეხვედრებს იწყებენ. "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებით, ოპოზიციური ერთიანობა და საერთო ხედვა მნიშვნელოვანია პოლიტიკური ცხოვრების დეესკალაციისთვის. როგორც პარტიაში ამბობენ, ეროვნული თანხმობისთვის მზად არიან და მოლაპარაკებების პროცესს ხვალ დაანონსებული აქცია ხელ არ შეუშლის. გავრცელებული ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა ინდივიდუალური შეხვედრები უკვე დაიწყო და ქვეყნის მეოთხე და მეხუთე პრეზიდენტებს შორის მოლაპარაკებები გასაიდუმლოებულ ვითარებაში გაიმართა.

ნონა კირკიტაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში