მევლუთ ჩავუშოღლუ - ველოდებით, რომ საქართველო 3 + 3 პლატფორმას შემოუერთდება

20 დეკემბერი 2021, 12:18 717 ნახვა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, 3+ 3 პლატფორმის ფარგლებში შემდეგი შეხვედრა ანკარაში გაიმართება და იმედი გამოთქვა, რომ მასში მონაწილეობას საქართველოც მიიღებს.3+3 ფორმატის ფარგლებში პირველი შეხვედრა მოსკოვში 10 დეკემბერს გაიმართა, თუმცა მასში საქართველოს მონაწილეობა არ მიუღია. ექვსეულის პლატფორმა გულისხმობს რეგიონის ქვეყნების თანამშრომლობის ფორმატს. საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ დააფიქსირა, რომ ფორმატში, რომელშიც ჩართულია რუსეთი, მონაწილეობას არ განიხილავს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში