საქართველოში მორიგი ვიზიტით სომხეთის პრემიერი იმყოფება

20 დეკემბერი 2021, 14:52 902 ნახვა

სამი თვის შემდეგ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ისევ საქართველოშია. სომხეთის მთავრობის მიერ ნიკოლ ფაშინიანის  ხელახლა არჩევის შემდეგ ეს უკვე რიგით მეორე ვიზიტია ჩვენს ქვეყანაში.  მას ირაკლი ღარიბაშვილი მასპინძლობს. ლიდერების  თავმჯდომარეობით ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა  გაიმართა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველოს და სომხეთის დღევანდელი მთავრობების დამსახურებაა ის, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არავითარი გაუგებრობა არ არსებობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში