სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება

20 დეკემბერი 2021, 15:41 1051 ნახვა

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება.

სალომე ზურაბიშვილთან აუდიენცია პირველმა დავით ბაქარაძემ დატოვა. 

ბაქრაძის განცხადებით, განხილვის თემა იყო ეროვნული თანხმობის საკითხი და ამ მიმართულებით ძირითად პრინციპებზე შეთანხმება.

"დღეს ვისაუბრეთ იმაზე თუ როგორ ვხედავთ ამ პროცესს, პირველ რიგში, რაც შეეხება თანხმობა/შერიგების საკითხს. ამ წუთში ჩემთვის მნიშვნელოვანია ეროვნული თანხმობის საკითხი, ძირითადი პრინციპებზე შეთანხმება თუ რა უნდა იყოს ამ ქვეყანაში და ჩემთვის ერთ-ერთი ასეთი ძირითადი პრინციპი არის ის, რომ პოლიტიკური დევნა არის მიუღებელი, პოლიტიკური დევნა აზიანებს ქვეყანას და ვიდრე გვყავს ციხეში დაპატიმრებული, დასაჭერად გამზადებული პოლიტიკური ლიდერები, ქვეყანაში ვითარება ვერ დამშვიდდება,“- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ამ წუთებში პრეზიდენტს  ,,ქართული ოცნების" ლიდერები, ნინო წილოსანი და სოზარ სუბარი  ხვდებიან.    უმრავლესობის დეპუტატები პრეზიდენტთან საგანგებო შეხვდრის მოტივად ახალი წლის მიღებას ასახელებენ.

 

 

 

ფოტო: არქივი

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში