შეთანხმება ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს შორის

14 დეკემბერი 2016, 00:00 1942 ნახვა

ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე პოლიტიკურ შეთანხმებას მიაღწიეს. ინფორმაცია ევროპარლამენტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. როგორც ევროპარლამენტის განცხადებაშია ნათქვამი, სამმხრივი შეხვედრის შედეგად ვიზალიბერალიზაციის შესახებ მიღებული შეთანხმება უნდა დაადასტურონ წევრი ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა და მხარი დაუჭირონ ლიბეს კომიტეტმა და მთლიანად ევროპარლამენტმა. დროებითი შეჩერების მექანიზმზე ევროპარლამენტში დებატები დღეს, საკითხზე კენჭისყრა კი ხვალ გაიმართება.

ამავე კატეგორიაში